LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოცხადდა კონკურსი 2023 წლის „წინანდლის პრემიის“  მოსაპოვებლად!

894
წინანდლის-პრემია

„ზურაბ ჟვანიას ფონდი“ აცხადებს კონკურსს 2023 წლის „წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად.

2023 წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების პრემიაზე წარდგენა შეუძლიათ 18-30 წლის ახალგაზრდა მეცნიერებსა და ხელოვანებს 8 ნომინაციაში:

  • თეატრალური ხელოვნება
  • კინოხელოვნება
  • მხატრული ლიტერატურა – პროზა
  • მხატრული ლიტერატურა – პოეზია
  • მუსიკალური ხელოვნება
  • სახვითი ხელოვნება
  • ჰუმანიტარული მეცნიერებები
  • ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

საკონკურსო განაცხადების მიღების წესი:

განცხადებები მიიღება 2023 წლის 9 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით, როგორც ელექტრონულად ელ. ფოსტის საშუალებით [email protected]  ისე მატერიალური სახით შემდეგ მისამართზე: ზურაბ ჟვანიას ფონდი, ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. N18, ბ-25;

პროექტ „წინანდლის პრემია 2023“ მიზანია კონკურსის საფუძველზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაკუთრებული წარმატების მქონე ხელოვანთა ნამუშევრების გამოვლენა და დაჯილდოება; საქართველოს რეგიონებში მოღვაწე ახალგაზრდა მეცნიერთა და ხელოვანთა შემოქმედების პოპულარიზაცია, წახალისება და ხელის შეწყობა; ახალგაზრდა მკვლევრების და ხელოვანების მიერ შექმნილი ნამუშევრების ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა; ახალგაზრდა, ნიჭიერი და პერსპექტიული შემოქმედების ხელშეწყობა და მათი შესაძლებლობების რეალიზება; 18-30 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა და ხელოვანთა, წლის მანძილზე განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების, ინოვაციური იდეების განხორციელების ხელშეწყობა და ქვეყანაში კულტურულ-სამეცნიერო ცხოვრების გააქტიურება.

წელს – 9 დეკემბერს, ზურაბ ჟვანიას დაბადებიდან 60 წელი შეუსრულდებოდა, „წინანდლის პრემიის“ დაჯილდოების საიუბილეო ცერემონია ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში, განსხვავებული ფორმატით შედგება. მეცნიერებისა და ხელოვნების 8 ნომინაციაში გამარჯვებულ ლაურეატებს გადაეცემა ფულადი პრემია, წინანდლის პრემიის ჯილდო, ლაურეატის დიპლომი და პარტნიორი კომპანიების მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები.

პროექტი ხორციელდება ზურაბ ჟვანიას ფონდის ორგანიზებით.

„წინანდლის პრემია 2023“-ის მხარდამჭერები არიან: ქ. თბილისის მერია, კომპანია „გალფი“, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, „ბაზისბანკი“, კომპანია „ბადაგონი“, „თიბისი ბანკი“, „პეესპე“, ვ. აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი.

პრემიის საინფორმაციო მხარდამჭერია ტელეკომპანია „იმედი“ და რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“.

„წინანდლის პრემიის” დებულება, დეტალური ინფორმაცია და საკონკურსო აპლიკაცია იხილეთ
https://www.zurabzhvania.ge/winandlis%20premia.html?fbclid=IwAR3-VgAtw096XO0NpsBWf17DNiV8BATRZZkSSju1LFQ78MrUxWxR2WnTtqQ

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
[email protected]
(+995 32) 593 98 33 63
www.zurabzhvania.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები