LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 დეკემბერს „ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრში“ წინანდლის პრემიის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

148
ფორტუნა (58)

ზურაბ ჟვანიას სახელობის „წინანდლის პრემიის” ჟიურიმ მეცნიერებისა და ხელოვნების 8 დარგში 2023 წლის „წინანდლის პრემიის“ 23 ნომინანტი გამოავლინა. 2023 წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
მოვლენის „წინანდლის პრემიის“ ლაურეატების გამოვლენა მოხდება პარასკევს, 8 დეკემბერს ვასო
აბაშიძის სახელობის ახალი თეატრში.

„წინანდლის პრემიის“ დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობენ: ევგენი მიქელაძის სახელობის
საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსები, მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი, ბექა
გოჩიაშვილი და ნატო მეტონიძე. რეჟისორი დავით დოიაშვილი.

ღონისძიება ეძღვნება ცნობილი ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის ზურაბ ჟვანიას დაბადებიდან 60

წლისთავს.

2023 წლის „წინანდლის პრემიაზე“ ნომინირებულები არიან:
⦿ თეატრალური ხელოვნება:
• ნიკოლოზ ბაქრაძე, მსახიობი
• საბა ასლამაზიშვილი, რეჟისორი
• გიორგი კაშია, რეჟისორი

⦿ კინოხელოვნება:
• სანდრო სამხარაძე, მსახიობი
• ელენე ადამაშვილი, ნატალია ადამაშვილი, კინორეჟისორები
• ლევან ჭყონია, კინორეჟისორი

⦿ მუსიკალური ხელოვნება:
• სანდრო გეგეჭკორი, პიანისტი
• ლაშა ხარხელაური, კომპოზიტორი
• გიორგი კობერიძე, კომპოზიტორი
⦿ მხატვრული ლიტერატურა (პოეზია):
• პაპუნა ფირცხალაიშვილი, პოეტი
• ნინა სამხარაძე, პოეტი
• თამარ ჟღენტი, პოეტი
⦿ მხატვრული ლიტერატურა (პროზა):
• თათული ღვინიანიძე, მწერალი
• ანი ბალიაშვილი, მწერალი
• მათე ბაღაშვილი, მწერალი

⦿ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები:
• ილია კევლიშვილი, ქიმიკოსი
• ლელა ჩიტაძე, ბიოლოგი
• ქეთევან კოტორაშვილი, ასტროფიზიკოსი
⦿ სახვითი ხელოვნება:
• მიშიკო სულაკაური, მულტიმედია არტისტი
• ქეუ მეფარიშვილი, მულტიმედია არტისტი
• სალომე ჩიგილაშვილი, მულტიმედია არტისტი

⦿ ჰუმანიტარული მეცნიერებები:
• გიორგი ჯღარკავა, ფილოლოგი, ენათმეცნიერი
• ნანა აბულაძე, ლიტერატურადმცოდნე

მეცნიერებისა და ხელოვნების 8 ნომინაციაში გამარჯვებულ ლაურეატებს, გადაეცემათ ფულადი პრემია,
ჯილდო, ლაურეატის დიპლომი და სპეციალური პრიზები.

„წინანდლის პრემია 2023“ ხორციელდება ზურაბ ჟვანიას ფონდის ორგანიზებით.

პროექტის მხარდამჭერები არიან: ქ. თბილისის მერია, კომპანია „გალფი“, ქუთაისის საერთაშორისო
უნივერსიტეტი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული
ასტროფიზიკური ობსერვატორია, კავკასიის უნივერსიტეტი, „ბაზისბანკი“, კომპანია „ბადაგონი“,
კოსმეტიკური საშუალების ბრენდი „ბოდიშოპი“, „თიბისი ბანკი“, კომპანია „პეესპე“, ვასო აბაშიძის სახელობის
ახალი თეატრი.

პრემიის საინფორმაციო მხარდამჭერია რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“.

„წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად კონკურსი 2023 წლის 9 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით
მიმდინარეობდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების
პრემიაზე წარდგენა შეეძლოთ 18-30 წლის ახალგაზრდა მეცნიერებსა და ხელოვანებს რვა ნომინაციაში.

ახალგაზრდა შემოქმედებისთვის პრემიის დაწესების იდეა 1998 წელს წინანდალში ახალგაზრდა
შემოქმედთა შეხვედრა-სემინარზე დაიბადა. სემინარის ორგანიზატორი იყო საქართველოს
ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი. პრემიის სახელიც მაშინვე შეირჩა. „წინანდლის
პრემიის“ პირველი დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 1999 წელს თეატრალურ სარდაფში გაიმართა.
პროექტს თავიდანვე აქტიურად დაუჭირა მხარი პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ, რომლის
ინიციატივით და პატრონაჟით ხორციელდებოდა „წინანდლის პრემია”.

პრემიის ლაურიატები იყვნენ: რატი ამაღლობელი, ლაშა ბუღაძე, ნინო კასრაძე, ნიკოლოზ რაჭველი, დავით
დოიაშვილი, გოგი ძოძუაშვილი, დავით საყვარელიძე, ნატო მეტონიძე, გიორგი უშიკიშვილი, ვალერიან
შიუკაშვილი, დავით ქართველიშვილი, ზაზა ბიბილაშვილი, გიორგი ყიფშიძე, გიორგი კეკელიძე, დათა
თავაძე, გიორგი ცაგარელი, მარიამ ხაჭვანი, დეა კულუმბეგაშვილი და სხვა.

„წინანდლის პრემია“ ემსახურება თანამედროვე ხელოვნებასა და მეცნიერებაში არსებულ მიღწევათა
პოპულარიზაციას და ხელს უწყობს ახალგაზრდა, ნიჭიერ და პერსპექტიულ შემოქმედთა
შესაძლებლობების რეალიზებას. წლების განმავლობაში „წინანდლის პრემიამ“ ხელი შეუწყო ნიჭიერ
ახალგაზრდებს, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს თანამედროვე ქართული კულტურისა და მეცნიერების განვითარებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები