LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2023 წლის „წინანდლის პრემიის“ ლაურეატები გამოვლინდნენ!

423
წინანდლის-პრემია

2023 წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენის „წინანდლის პრემიის“ ლაურეატები 8 დეკემბერს ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაზე დასახელდნენ.

სპეციალური ჟიურის გადაწყვეტილებით, წინანდლის პრემია მეცნიერებისა და ხელოვნების 8 ნომინაციაში გაიცა.

წარმოგიდგენთ 2023 წლის ლაურეატთა ვინაობას:

⦿ თეატრალური ხელოვნება – ნიკოლოზ ბაქრაძე

⦿ კინოხელოვნება – სანდრო სამხარაძე

⦿ პროზა – მათე ბაღაშვილი

⦿ პოეზია – პაპუნა ფირცხალაიშვილი

⦿ მუსიკალური ხელოვნება – გიორგი კობერიძე

⦿ ჰუმანიტარული მეცნიერებები – გიორგი ჯღარკავა

⦿ სახვითი ხელოვნება – მიშიკო სულაკაური

⦿ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები – ქეთევან კოტორაშვილი

 

„წინანდლის პრემიის“ ლაურეატები დაჯილდოვდნენ დიპლომით, ჯილდოთი, სპეციალური პრიზებითა და 4000 ლარიანი ფულადი პრემიით.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პეციალური პრიზი „საუკეთესო ნომინანტი“ გადაეცა ანი ბალიაშვილს.

„ბოდი შოპის” სპეციალური პრიზი “საუკეთესო ნომინანტი” გადაეცა ქეთევან კოტორაშვილს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სპეციალური პრიზები გადაეცათ ახალგაზრდა მეცნიერებს: ეთერ მაღრაძეს, ალექსანდრე ღურჭუმელიას, მარიამ ალბექიონს, სალომე მჭედლიძესა და გიორგი ხომერიკს.

„წინანდლის პრემია 2023“ ხორციელდება ზურაბ ჟვანიას ფონდის ორგანიზებით.

პროექტის მხარდამჭერები არიან: ქ. თბილისის მერია, კომპანია „გალფი“, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი,

საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია, კავკასიის უნივერსიტეტი, „ბაზისბანკი“, კომპანია „ბადაგონი“, „ბოდიშოპი“, „თიბისი ბანკი“,

კომპანია „პეესპე“, სამშენებლო კომპანია „გუმბათი“ და ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი.

პრემიის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ და „რადიო სივრცე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები