LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2021 წელს საჯარო სექტორში ხელფასები არ გაიზრდება – ფინანსთა სამინისტრო

148
20191216114032

ჩვენ მოვისმინეთ მოსაზრებები და შეფასებები, თითქოს, მომავალი წლის ბიუჯეტში საჯარო სექტორში ხელფასები იზრდება. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ სამწუხაროდ, ამის რესურსი ბიუჯეტს არ აქვს და 2021 წელს საჯარო სექტორში ხელფასების ზრდისთვის თანხა გათვალისწინებული არ არის, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, თანხა, რომელიც 2021 წელს ჩადებულია შრომით ანაზღაურებაში არის რესურსი, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ მოხდეს მიმდინარე წელს პოლიციასა და ჯარში გაზრდილი შრომის ანაზღაურების სრული წლის დაფინანსება.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, მიმდინარე წელს პოლიციასა და ჯარში გაიზარდა შრომის ანაზღაურება, ის მატება, რომელზეც საუბარია სწორედ, მათი ხელფასების დაფარვას მოხმარდება მთელი მომდევნო წლის განმავლობაში. გარდა ამისა, შეფასებები იყო, თითქოს, მომდევნო წელს თანხებია გათვალისწინებული მიმდინარე წელს აღებული ვალების გადასახდელად. ესეც არ არის რეალობა, ვინაიდან ერთადერთი, რაც განსხვავებულია და დიდი მოცულობის ვალის დაფარვა ხდება, ეს არის ევრობონდების ნაწილი, რომლის დაფარვის ვალდებულება 2021 წელს გვაქვს და ბიუჯეტში ეს თანხაა გათვალისწინებული,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g