LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2021 წლის არჩევნებში პოლიტიკური თანამდებობისთვის არ ვიბრძოლებ – ანგელა მერკელი

104

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი 2021 წელს დაგეგმილ არჩევნებში კანცლერის პოსტისთვის აღარ იბრძოლებს.

„2021 წლის არჩევნებში არც კანცლერობისთვისდა არცერთი სხვა პოლიტიკური თანამდებობისთვის არ ვიბრძოლებ,“- აღნიშნა კანცლერმა პრესკონფერენციაზე.

მერკელი არც პარტიის თავმჯდომარეობისთვის აპირებს ბრძოლას.

ანგელა მერკელის ამ გადაწყვეტილებას ღირსეულს უწოდებს ემანუელ მაკრონი, საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ძალიან დროული და სწორი გადაწყვეტილება მიიღო მერკელმა  დატოვოს „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ თავმჯდომარის თანამდებობა და 2021 წელს, მიმდინარე ვადის ამოწურვის შემდეგ, აღარ დააყენოს თავისი კანდიდატურა კანცლერის პოსტზე.

მაკრონის განცხადებით, ბოლო წლებში მერკელმა შეძლო, ფინანსურ და მიგრაციულ კრიზისს ისე გამკლავებოდა, რომ ევროპული ღირებულებები არ დავიწყებოდა. ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გერმანიასა და საფრანგეთში ულტრამემარჯვენე პარტიების გაძლიერება მას აშფოთებს და ამავე დროს, მოტივაციას მატებს.

შეგახსენებთ, ანგელა მერკელმა „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლის შესახებ 29 ოქტომბერს, მას შემდეგ განაცხადა, რაც ჰესენის ადგილობრივ არჩევნებზე მისმა კონსერვატიულმა კავშირმა მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა. პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას მერკელმა ასევე განაცხადა, რომ მიმდინარე ვადის ამოწურვის შემდეგ, კანცლერის პოსტზე თავს კანდიდატურას აღარ დააყენებს. მისი თქმით, 2021 წელს არჩევნებზე ის არც ბუნდესტაგის წევრად იყრის კენჭს.

„მეოთხე ვადა ჩემი უკანასკნელი კანცლერობაა. 2021 წლის ფედერალურ არჩევნებზე მე არ დავაყენებ ჩემს კანდიდატურას არც კანცლერის, არც ბუნდესტაგის წევრის პოსტზე, აღარ ვიყრი კენჭს რაიმე პოლიტიკური ოფისისთვის,“ – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.

ახალ თავმჯდომარეს „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ დეკემბრის დასაწყისში ჰამბურგში დაგეგმილ ყრილობაზე აირჩევს.

შეგახსენებთ, რომ ანგელა მერკელი ქრისტიანულ დემოკრატიულ კავშირს 2000 წლიდან ხელმძღვანელობს, 2005 წლიდან კი, გერმანიის კანცლერია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g