LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„2023 წელს უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა პოლიტიკური პარტიების რეიტინგები და 2024 წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მათი გამარჯვების შანსები“ – გრიგოლ ლილუაშვილი

119
გრიგოლ ლილუაშვილის ანგარიში

„საანგარიშო პერიოდში სუს-ი განაგრძობდა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სხვა ძალოვანი უწყებების კონტრდაზვერვით უზრუნველყოფას, რადგან ცალკეული ქვეყნების სპეციალური სამსახურების განსაკუთრებულ ინტერესის სფეროში კვლავ შედიოდა საქართველოს ძალოვანი უწყებების საქმიანობა“ – ამის შესახებ სუს-ის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

ლილუაშვილის განცხადებით, 2023 წელს სუს-ის კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში, გამოვლინდა, რომ უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა პოლიტიკური პარტიების რეიტინგები და 2024 წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მათი გამარჯვების შანსები.

ლილუაშვილმა ასევე აღნიშნა, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე დაფიქსირდა უცხოური და ქვეყანაში მოქმედი ცალკეული ძალების მხრიდან მზარდი დაინტერესება ახალ სატრანსპორტო მარშრუტებთან დაკავშირებით:

„რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, საერთაშორისო გადაზიდვების კუთხით, შეცვლილი ტენდენციებისა და გაზრდილი ინტერესებიდან გამომდინარე, დაფიქსირდა უცხოური და საქართველოში მოქმედი ცალკეული ჯგუფების და ძალების მხრიდან მზარდი დაინტერესება ახალი სატრანსპორტო მარშრუტების ამოქმედების პერსპექტივებთან დაკავშირებით. ასევე ცალკეული ქვეყნების ბიზნესსექტორის წარმომადგენელთა მხრიდან მიმდინარეობდა ახალი ბიზნეს პროექტების შემუშავებისა და განხორციელების მცდელობები.

ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სამსახური ატარებდა აქტიურ ღონისძიებებს უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების მიერ ეკონომიკურ პროცესებში ჩარევის პრევენციისა და მათი დირექტივებით მოქმედი კერძო ორგანიზაციების გამოვლენის მიმართულებით“ – აღნიშნა ლილუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები