კანის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია. 27 მაისს დაჯილდოების გრანდიოზული ცერემონია გაიმართა.
„ოქროს პალმის რტო“ გადაეცა ჟუსტინ ტრიეს ფილმს, „დაცემის ანატომია”. აღსანიშნავია, რომ ეს ფესტივალის ისტორიაში მესამე შემთხვევაა, როდესაც მთავარი ჯილდოს მფლობელი ქალი რეჟისორის გადაღებული ფილმი ხდება.
„გრან პრის“ მფლობელი ჯონათან გლეიზერის ფილმი, „ინტერესის ზონა“ გახდა. საუკეთესო რეჟისურისთვის კი ჯილდო ტრან ან ჰუნგს გადაეცა ფილმისთვის The Pot au Feu. ჟიურის პრიზი აკი კაურისმიაკის ფილმმა, „ჩამოვარდნილი ფოთლები“ მიიღო.
ქალისა და მამაკაცის საუკეთესოდ შესრულებული როლებისთვის „ოქროს პალმის რტოთი“ მერვე დიზდარი და კოჯი იაკუშო დაჯილდოვდნენ ფილმებში, „მშრალი ბალახის შესახებ“ და „სრულყოფილი დღეები“ შესრულებული როლებისთვის. საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ფილმად კი „27″ დასახელდა. საპატიო ჯილდოები კი მაიკლ დუგლასსა ჰარისონ ფორდს გადაეცათ.
დიდი დაბრუნება წითელ ხალიჩაზე – „კანის კინოფესტივალი“ ჯონი დეპის ფილმით გაიხსნა
2023 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები არიან:
მთავარი პრიზი – ოქროს პალმის რტო
Anatomy De Fall, რეჟ. ჟიუსტინ ტრიე, საფრანგეთი
გრან პრი
The Zone of Interest, რეჟ. ჯონათან გლეიზერი, დიდი ბრიტანეთი
ჟიურის პრიზი
Fallen Leaves, რეჟ. აკი კაურისმიაკი, ფინეთი
საუკეთესო რეჟისორი
ტრან ან ჰუნგი, The Pot-Au-Feu, ვიეტნამი
საუკეთესო სცენარი
იუჯი საკამოტო, Monster, იაპონია
საუკეთესო მსახიობი ქალი
მერვე დიზდარი, About Day Grasses, თურქეთი
საუკეთესო მსახიობი კაცი
კოჯი იაკუშო, Perfect Days, იაპონია
საუკეთესო დებიუტი
ტიენ ან ფამი, The Yellow Cocoon Shell, ვიეტნამი
საპატიო ჯილდოები
მაიკლ დუგლასი, ჰარისონ ფორდი