საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2024 წლის გამყვანი ტურიზმის სტატისტიკის თანახმად, გასულ წელს საქართველოს ტერიტორიიდან საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 2.8 მილიონი გასვლა დაფიქსირდა, რაც 1.4%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე.
გასვლების უდიდესი ნაწილი (45.7%) 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა.
საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი (33.4%) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში.
განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2.3 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 11.3%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.