LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2024 წელს საქართველოში შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე 12 080 ნებართვა გაიცა

106
მშენებლობა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის თანახმად, საქართველოში 2024 წელს შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე 12 080 ნებართვა გაიცა, რაც 7.1%-ით მეტია წინა წელთან შედარებით.

ნებართვების 73.5% ქვეყნის 4 რეგიონზე მოდის, კერძოდ, ქ. თბილისზე, ქვემო ქართლის რეგიონზე, მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე და კახეთის რეგიონზე.

ნებართვები ძირითადად გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტების მშენებლობაზე.

2024 წელს ექსპლუატაციაში 3604 ობიექტი შევიდა (წინა წელთან შედარებით 13.3%-ით მეტი).

ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი ქვეყნის 4 რეგიონზე მოდის, კერძოდ, ქ. თბილისზე, მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, კახეთის რეგიონზე და იმერეთის რეგიონზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g