LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2024 წლიდან ლუქსემბურგელებს „ციფრული საფულეები“ ექნებათ

144
thumb_1024x663_dig-wallet-11zon

2024 წლის დასაწყისიდან ლუქსემბურგის მცხოვრებლებს გაუჩნდებათ „ელექტრონული საფულეები“, სადაც პირადობის დამადასტურებელ მოწმობას, მართვის მოწმობას,სამედიცინო რეცეპტებს, სამგზავრო ბარათებს და სხვა მნიშვნელოვან დოკუმენტებს შეინახავენ. ამ დოკუმენტების ელექტრონულ ვერსიებს ისეთი ძალა ექნებათ, როგორც ქაღალდისას, წერს The Mayor.

ელექტრონული საფულის გამოსაყენებლად შექმნიან მობილურ აპლიკაციას, რომელსაც სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო სერვისებთან ექნება წვდომა: მაგალითად, მისი საშუალებით ადგილობრივები ანგარიშის გახსნას ან ავტომობილის დაქირავებას შეძლებენ.

ციფრულ დოკუმენტაციაზე მუშაობენ სხვა ევროპული ქვეყნებიც. მაგალითად, 2024 წლიდან პირადობის ელექტრონული ვერსიები გაჩნდება ჩეხეთში. ხოლო 2 წლის შემდეგ ისინი ყველა ევროპელს ექნებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები