LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში მშენებლობაზე 5594 ნებართვა გაიცა

143
მშენებლობა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში 2024 წლის იანვარ-ივნისში 5594 ნებართვა გაიცა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.6%-ით მეტი) 5393 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

ნებართვების 74% ქვეყნის 4 რეგიონზე მოდის, კერძოდ, ქ. თბილისზე, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებზე.

ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

2024 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში შევიდა 1720 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17.4%-ით მეტი).

ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ქ. თბილისზე, მცხეთა-მთიანეთის, კახეთისა იმერეთის რეგიონებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g