საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2025 წლის განმავლობაში, საქართველოში გაცემულია 11 578 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.2%-ით ნაკლები) 11 397 კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.
ნებართვების 70%-ზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ქ. თბილისზე, ქვემო ქართლის რეგიონზე, კახეთის რეგიონზე და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე.
ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.
საანგარიშო პერიოდში ექსპლუატაციაში მიღებულია 3509 კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.1%-ით მეტი) 3393 ობიექტი.
ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ქ. თბილისზე, მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, კახეთის რეგიონზე და ქვემო ქართლის რეგიონზე.
