საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წლის II კვარტალში 580.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 12%-ით ნაკლებია. კლება განპირობებულია რეინვესტიციისა და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის შემცირებით.
2025 წლის II კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ: გაერთიანებული სამეფო (242.7 მლნ აშშ დოლარი), თურქეთი (54 მლნ აშშ დოლარით) და ჩეხეთი (38.3 მლნ აშშ დოლარი).
საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა (327.2 მლნ აშშ დოლარი), მეორე ადგილს იკავებს უძრავი ქონების სექტორი (66.4 მლნ აშშ დოლარი), მესამეზე ადგილზე კი – ენერგეტიკის სექტორია (54.4 მლნ აშშ დოლარი).