საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2025 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია 5424 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3%-ით ნაკლები).
ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.
ნებართვების, დაახლოებით, სამი მეოთხედი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე, კერძოდ, ქ. თბილისზე, ქვემო ქართლის რეგიონზე, კახეთის რეგიონზე და მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე.
საანგარიშო პერიოდში ექსპლუატაციაში შევიდა 1540 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.2%-ით მეტი).
ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე, კერძოდ, ქ. თბილისზე, მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, კახეთის რეგიონზე და ქვემო ქართლის რეგიონზე.