წელი სრულდება და თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2025 წელი მოულოდნელი განშორებებით გამოირჩეოდა. დაინგრა ისეთი მრავალწლიანი ოჯახები, როგორებიც ნიკოლ კიდმანისა და კიტ ურბანის, მარიო კოტიარისა და გიომ კანეს, კეტი პერისა და ორლანდო ბლუმის ოჯახებია.
გთავაზობთ 2025 წელს ყველაზე ხმაურიან განშორებებს
ნიკოლ კიდმანი და კიტ ურბანი
სიის სათავეში მოექცნენ ნიკოლ კიდმანი და კიტ ურბანი. 58 წლის მსახიობი და 57 წლის ქანთრის ვარსკვლავი, ერთმანეთს 19 წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდნენ. წყაროს ცნობით, კიტმა ნიკოლს ახალგაზრდა მუსიკოსთან უღალატა.

კეტი პერი და ორლანდო ბლუმი
მიმდინარე წლის ზაფხულში ცნობილი გახდა, რომ 9 წლიანი ურთიერთობის შემდეგ კეტი პერი და ორლანდო ბლუმი ერთმანეთს დაშორდნენ. ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა დიდი განცდები არცერთ მათგანს არ ეტყობოდათ. ორლანდო თავისუფლებით ტკბება, კეტი კი უკვე ახალ რომანში გადაეშვა. ის კანადის ექს-პრემიერ მინისტრს, ჯასტინ ტრუდოს ხვდება.

მონიკა ბელუჩი და ტიმ ბარტონი
შემოდგომაზე მონიკა ბელუჩი და ტიმ ბარტონი ორწლიანი ურთიერთობის შემდეგ, ერთმანეთს დაშორდნენ. წყვილმა გადაწყვეტილება ურთიერთპატივისცემისა და მზრუნველობის ფონზე მიიღო, ნათქვამია მათი წარმომადგენლის განცხადებაში.
ორწლიანი ურთიერთობის შემდეგ, მონიკა ბელუჩი და ტიმ ბარტონი ერთმანეთს დაშორდნენ

დაკოტა ჯონსონი და კრის მარტინი
დაკოტა ჯონსონი და Coldplay-ის ფრონტმენი, კრის მარტინი რვაწლიანი ურთიერთობის შემდეგ ერთმანეთს საბოლოოდ დაშორდნენ. ინსაიდერის ცნობით, წყვილი კარიერულმა გზებმა და განსხვავებულმა პრიორიტეტებმა დააშორა. დაკოტას დაოჯახება სურდა, კრისი კი ამისგან თავს იკავებდა.
დაკოტა ჯონსონი და კრის მარტინი რვაწლიანი ურთიერთობის შემდეგ საბოლოოდ დაშორდნენ

ტომ კრუზი და ანა დე არმასი
ტომ კრუზი და ანა დე არმასი რამდენიმეთვიანი რომანის შემდეგ ერთმანეთს შემოდგომაზე დაშორდნენ. როგორც გამოცემა The Sun-თან წყარომ აღნიშნა, „წყვილს შორის ნაპერწკალი ჩაქრა“. მათ მეგობრებად დარჩენა გადაწყვიტეს.
ტომ კრუზი და ანა დე არმასი რამდენიმეთვიანი რომანის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ – ცნობილია მიზეზი

მარიონ კოტიარი და გიომ კანე
ფრანგი მსახიობები, მარიონ კოტიარი და გიომ კანე 18 წლიანი ქორწინების შემდეგ, ერთმანეთს დაშორდნენ. წყვილმა ერთობლივი განცხადება ზაფხულში გაავრცელა. ეს გადაწყვეტილება მათ ცივილურად მიიღეს და საერთო შვილებზე ზრუნვას ერთობლივად აგრძელებენ.
