LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2026 წლის თებერვალში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობამ 295 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა

120
ფულადი გზავნილები

საქართველოს ეროვნული ბანკი ფულადი გზავნილების სტატისტიკას აქვეყნებს. 2026 წლის თებერვლის მდგომარეობით, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 295.31 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 17.1%-ით მეტია 2025 წლის იანვრის მაჩვენებელზე.

გზავნილებში პირველ ადგილს აშშ იკავებს (54.34 მლნ აშშ დოლარით), მეორე ადგილზე იტალიაა (52.85 მლნ აშშ დოლარით), მესამეზე კი – რუსეთის ფედერაცია (36.02 მლნ აშშ დოლარით).

რაც შეეხება საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხული თანხის მოცულობას, მან 33 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 14.8%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g