LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2030 წლისთვის ელექტრო ავტომობილები ნავთობის მსოფლიო გაყიდვებს დაამხობენ

54

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის ექსპერტები იუწყებიან, რომ ნავთობზე მოთხოვნა პიკს 2030 წელს მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ ასეთი სცენარი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი ელექტროქარების პოპულარობის ზრდა ოპტიმისტური სცენარით განვითარდება.

Fitch Ratings-ის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ავტომწარმოებლებმა ელექტროფიკაციის სფეროში მრავალ ტექნოლოგიურ წინსვლას მიაღწიეს, რამაც ასეთი მოდელები კლიენტებისათვის უფრო მიმზიდველი გახადა. მოსალოდნელია, რომ ახალი ტექნოლოგიური მიღწევები ელექტროქარების სვლის მარაგს არსებითად გაზრდიან, ასევე შემცირდება მათი ღირებულება. ექსპერტების თქმით, დღეისათვის ელექტროქარების განვითარების ორი სცენარი არსებობს. პირველ შემთხვევაში ელექტრო ავტომობილები მსოფლიოში ფართოდ გავრცელებას ვერ ჰპოვებენ, თუმცა, ჯერჯერობით ტენდენციები მწვანე ავტომობილებისთვის სასარგებლოდ ვითარდება.

სავარაუდოდ, უკვე 2025 წლისთვის, მსოფლიოს ბაზარზე ყოველ წლიურად 10 000 000 ელექტრო ქარის რეალიზაცია მოხდება, ხოლო 2040 წლისთვის კი მსოფლიო ავტოპარკში ელექტროფიცირებული ავტომობილების რაოდენობა შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილების რაოდენობას გადააჭარბებს. ამასთან, 2030 წლის შემდეგ, ნავთობზე მოთხოვნა საგრძნობლად დაიწყებს კლებას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები