სან-ფრანცისკოში დაფუძნებულმა კოსმოსურმა სტარტაპმა GRU Space ამბიციური გეგმები გაამხილა: კომპანია აცხადებს, რომ მთვარეზე პირველ სასტუმროს ააშენებს და 2032 წლიდან ტურისტების მიღებასაც დაიწყებს. დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ ხელმისაწვდომია ოფიციალურ ვებგვერდზე – gru.space.
როგორც პროექტის ავტორები აზუტებენ, კოსმოსური მოგზაურობა უკვე აღარ არის სამეცნიერო ფანტასტიკა და ნელ-ნელა ის მზარდ ტურისტულ სფეროდ გადაიქცა. კომპანია გეგმავს, რომ მომხმარებლები მთვარის ზედაპირზე SpaceX-ის ან Blue Origin-ის ლიცენზირებული კომერციული ხომალდებით წაიყვანოს. GRU Space უზრუნველყოფს სრულ სერვისს – ფრენამდე სამედიცინო შემოწმებას, მოგზაურობის დაგეგმვას, მომზადებას და დაზღვევას.
სტრატეგიის მიხედვით, 2029 წლიდან დაიწყება მთვარის ზედაპირის კვლევა და სასტუმროს მშენებლობისთვის ადგილზე ინფრასტრუქტურის მომზადება. პროექტი ორ ეტაპად არის გაწერილი:
პირველი ეტაპი – გასაბერი კონსტრუქციის მონტაჟი მთვარეზე, სადაც ოთხ ადამიანს რამდენიმე დღით დარჩენა შეეძლება.
მეორე ეტაპი – მყარი შენობის აგება, რომლის ბინადარიც უკვე ათამდე ადამიანი იქნება. მშენებლობისას გამოიყენებენ არამხოლოდ კოსმოსურ ტექნოლოგიებს, არამედ მთვარის ნიადაგის მასალასაც – როგორც ადგილობრივი რესურსის ათვისების მაგალითს.

GRU Space-ის რეპორტის მიხედვით, უნიკალურ სასტუმროში ერთი ღამის საფასური 416 000 დოლარს აღემატება, ხოლო განვითარების შემდგომ ეტაპზე ფასი 83 000 დოლარიდან დაწყება, რაც ნიშნავს სხვადასხვა ფინანსურ შესაძლებლობებზე გათვლილი მოგზაურობის შესაძლებლობას.
კომპანიის გეგმა ითვალისწინებს ტექნოლოგიურ სატესტო ფრენებსაც:
● 2029 წელს – კოსმოსური აპარატების გამოცდა და ინფრასტრუქტურის პირველადი მონიტორინგი,
● 2031 წელს – ადამიანური მისია სასტუმროს სათავო მოდულთან.

GRU Space ხაზს უსვამს, რომ კოსმოსში მოგზაურობას ორი მხარე აქვს – ერთის მხრივ, ეს არის ფასიანი, აბსოლუტურად ექსკლუზიური გამოცდილება, ხოლო მეორეს მხრივ, სწორედ ამგვარი პროექტებია ის სამომავლო ინოვაციები, რომლის დახმარებით სამყარო კიდევ უფრო საინტერესო ხდება.
