21-23 აპრილს, ორგანოგადანერგილი პირები “ფაიზერის” ვაქცინით აცრას ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ადგილზე მისვლით შეძლებენ.
ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს:
“ორგანოგადანერგილი პირების საყურადღებოდ:
ორგანოგადანერგილ პირებს “ფაიზერის” კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრა შეუძლიათ ჩაიტარონ 2021 წლის 21-23 აპრილს აკადემიკოს ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ადგილზე მისვლით (მისამართი: ვაჟა ფშაველას გამზ.#29).
მათი რეგისტრაცია დაცული წესით განხორციელდება ადგილზე.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გისურვებთ ჯანმრთელობას.” – წერია NCDC-ის მიმართვაში.
შეგახსენებთ, ორგანოგადანარგილი ადამიანების ჯგუფი საქართველოში მიმდინარე იმუნიზაციის პროცესში 5 აპრილიდან ჩაერთო.
დიალიზზე მყოფი პაციენტები და ორგანოგადანერგილი ადამიანები ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან