LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიალიზზე მყოფი პაციენტები და ორგანოგადანერგილი ადამიანები ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან

111
Untitled design (2)

საქართველოში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესში დიალეზზე მყოფი პაციენტები და ორგანოგადანერგილი ადამიანები ჩაერთვებიან.

ამის შესახებ ცოტა ხნის წინ, ჯანდაცვის მინისტრმა იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რადგან აღნიშნული ჯგუფების წარმომადგენელი ადამიანები მაღალი რისკის მატარებლები არიან:

“მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო მიღებული დიალიზის პაციენტებთან მიმართებაში. მათთვის ასევე ხელმისაწვდომი გახდება ვაქცინა, ვინაიდან ჩვენ ჩავთვალეთ, რომ სწორედ ეს ჯგუფი არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის მატარებელი, რომელიც ჩართულია სოციალურ აქტივობაში და მათთვისაც ასევე გაიხსნება ფანჯრები. მათი აცრა მოხდება ადგილზე იმ დაწესებულებებში, სადაც ისინი გადიან დიალიზის თერაპიას.

ასევე მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ ადამინები, რომლებიც არიან ორგანოგადანერგილები. ისინიც წარმოადგენენ საკმაოდ მაღალი რისკის მქონე პირებს და შესაბამისად, იქნებიან ჩართული ვაქცინაციის პროცესში.” – თქვა მინისტრმა.

ვაქცინაციის პროცესში ჩართვას 55 წლის ზემოთ მოქალაქეებიც შეძლებენ

ვაქცინის დანაკარგების შემცირებისთვის პოლიციისა და ჯარის ჩართულობით სათადარიგო სიები შეიქმნება

ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს “ასტრაზენეკას” ვაქცინით დაიწყო.

ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, პირველ ეტაპზე, იცრებოდნენ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, აღნიშნულ ჯგუფს კი 25 მარტიდან 65 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეებიც დაემატა.

ამასთან, 30 მარტიდან იმუნიზაციის პროცესი “ფაიზერის” ვაქცინითაც დაიწყო.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 6 757 ადამიანია აცრილი.

magti 5g