LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

21-ე საუკუნე არის უსასტიკესი კონკურენციის საუკუნე, ამიტომ მოსწავლეების მომზადება ისე უნდა მოხდეს, რომ ისინი ცხოვრებასთან არ დამარცხდნენ – გია მურღულია

2285
გგგი

ჩვენ წარმოგიდგენთ ჩვენს ხედვას ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების შესახებ, მაგრამ, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება მიღებული არ არის, – ამის შესახებ ზოგადი განათლების საკითხებში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის კონსულტანტმა, რეფორმების ჯგუფის კოორდინატორმა, გია მურღულიამ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

„ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები ითვალისწინებს სამ მთავარ მომენტს. პირველი, რასაც მასწავლებელი აკეთებს სკოლაში, საგანი უნდა ასწავლო კარგად. მოსწავლეს აკადემიური ცოდნა რომ ჰქონდეს მაღალი და ხარისხიანი, ეს არის ერთ-ერთი მიზანი. შემდეგ ეს არის პიროვნული უნარები, რომელთა გარეშე საერთოდ წარმოუდგენელია წარმატების მიღწევა. ჩვენ ვიცნობთ ბევრ ადამიანს, რომელსაც აქვს შესანიშნავი ცოდნა-განათლება, მაგრამ უბედური ადამიანია ან არარეალიზებული. იმიტომ, რომ სწორედ ეს უნარები არ აქვს. მაგალითად, ნებისყოფა, რომლის გარეშე პიროვნება საერთოდ არ არსებობს; ფსიქოლოგიური მდგრადობა წარუმატებლობის მიმართ, პირველივე წარუმატებლობის შემთხვევაში ყურები რომ არ უნდა ჩამოყაროს და შეუპოვარი, მიზანსწრაფული უნდა იყოს; ალგორითმის გააზრების უნარი, როდესაც მიზნამდე რამდენიმე ნაბიჯი უნდა გადადგა და შეგეძლოს გააზრება, რა ნაბიჯები რა თანმიმდევრობით უნდა გადადგა; კრიტიკული აზროვნება, ანალიტიკური აზროვნება და ა.შ. ასევე, რა თქმა უნდა, მიზნად უნდა იყოს დასახული ჰარმონიული, არა მარტო მენტალური, არამედ ფიზიკური განვითარება და აქ ჯანსაღი ცხოვრების წესიც უნდა ფიგურირებდეს“, – განაცხადა მურღულიამ.

მისი თქმით, ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებში, დაახლოებით, ათი მიზანია გამოკვეთილი – ზოგადსაკაცობრიო კულტურის მემკვიდრის აღზრდა, საქართველოს პატრიოტის, საქართველოს ისტორიისა და ქართული ეროვნული კულტურის მემკვიდრის აღზრდა, თავისუფალი პიროვნებისა და სახელმწიფოს, საზოგადოებისა და ოჯახის წინაშე პასუხისმგებლობის მქონე კანონმორჩილი მოქალაქის აღზრდა, ეკოლოგიური ცნობიერების მქონე პიროვნების აღზრდა, თანამედროვე ტექნოლოგიური და ციფრული მიღწევების გამომყენებელი ადამიანის აღზრდა, დამოუკიდებელი ცხოვრებისა და გაცნობიერებული დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიმღები პიროვნების აღზრდა, პროგრესულ სიახლეთა მიმღები, შემოქმედი ადამიანის აღზრდა, საკუთარ შესაძლებლობათა და ინტერესთა მუდმივი განვითარების კულტურის ჩამოყალიბება, ინდივიდებთან თუ სოციალურ ჯგუფებთან კომუნიკაციის კულტურის ჩამოყალიბება-განვითარება და ანალიტიკური, კრეატიული, კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბება.

ამასთან, გია მურღულიამ აღნიშნა, რომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები უნდა იყოს რეალისტური დოკუმენტი.

მისი თქმით, ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებში დაახლოებით, ათი მიზანია გამოკვეთილი – ზოგადსაკაცობრიო კულტურის მემკვიდრის აღზრდა, საქართველოს პატრიოტის, საქართველოს ისტორიისა და ქართული ეროვნული კულტურის მემკვიდრის აღზრდა, თავისუფალი პიროვნებისა და სახელმწიფოს, საზოგადოებისა და ოჯახის წინაშე პასუხისმგებლობის მქონე კანონმორჩილი მოქალაქის აღზრდა, ეკოლოგიური ცნობიერების მქონე პიროვნების აღზრდა, თანამედროვე ტექნოლოგიური და ციფრული მიღწევების გამომყენვნული მიზნები უნდა იყოს რეალისტური დოკუმენტი.

„მთავარი ის კი არ არის, აქ ჩვენ რას ჩავწერთ?! მთავარი ის არის, ამას როგორ შევასრულებთ. ამიტომ, ეს საკითხი სისტემურად რომ განვიხილოთ, უნდა გავაცნობეროთ, რა გვჭირს დღეს, რა გამოწვევებს ვერ ვპასუხობთ და რატომ. ეს უნდა გაანალიზდეს და შემდეგ უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც უზრუნველყოფს ამ მიზნების მიღწევას“, – განაცხადა მურღულიამ

რეფორმების ჯგუფის კოორდინატორმა ასევე განაცხადა, რომ ზოგად განათლებას ადამიანის ცხოვრებაში სრულიად უნიკალური მნიშვნელობა აქვს და მყარ ფუნდამენტს, რომელსაც ზოგადი განათლება ქმნის, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

„ჩვენთან, ადამიანი რომ უმაღლეს სასწავლებელში მიდის, სკოლაში 12 წელიწადი რა აკეთა, თითქოს არავის არ აინტერესებს. ჩვენი მოსწავლეები საზღვარგარეთ რომ მიდიან, ევროპის, თუ აშშ-ის რომელიმე უნივერსიტეტში, იქ ბოლო ოთხი წლის შედეგებს ითხოვენ, როგორ სწავლობდი სკოლაში და როგორ გაატარე ეს დრო; მარტო რას სწავლობდი და როგორ სწავლობდი კი არა? – როგორ იქცეოდი, რა სოციალურ პროექტებში მონაწილეობდი, სპორტულ, თუ სახელოვნებო პროექტებში და ა.შ. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ზოგადი განათლება მნიშვნელოვანი კომპონენტია უმაღლესში წასვლის თვალსაზრისითაც და ალბათ, ამაზეც უნდა დავფიქრდეთ“, – განაცხადა მურღულიამ.

გია მურღულიას თქმით, ზოგადი განათლების სისტემაში არის ძალიან ბევრი გამოწვევა, რომელსაც გადაჭრა სჭირდება და როდესაც განათლების მინისტრი ხედვებს საჯარო განხილვისთვის წარმოადგენს, ძალიან საინტერესოა, როგორი იქნება საზოგადოების შეფასება ამ ხედვების მიმართ.

მისივე თქმით, 21-ე საუკუნე არის ჯერ არნახული შესაძლებლობების, ამასთან, უსასტიკესი კონკურენციის საუკუნე და ამიტომ, მოსწავლეების მომზადება ისე უნდა მოხდეს, რომ ისინი ცხოვრებასთან არ დამარცხდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g