გადაცემის „რადიო დუეტი“ სტუმარი მომღერალი მარკუს მეტრეველი იყო, მან „არ დაიდარდოს“ ეთერში ახალი სიმღერის რადიოპრემიერა გამართა. „ისევ მენატრები” ასე ქვია სიმღერას, რომლის მუსიკის ავტორი მაიკო კაჭკაჭიშვილია, ტექსტი კი ქეთი ორჯონიკიძეს ეკუთვნის. ახალი ნამუშევარი „ბრავო რექორდსში” ჩაიწერა, არანჟირება ბორიკო შხიანს მასტერინგი კი ალეკო ბერძენიშვილს ეკუთვნის. მომღერალმა ახალ ნამუშევარზე უკვე ვიდეორგოლიც გადაიღო, რომელზეც ახალგაზრდა რეჟისორმა სანდრო ნადირაძემ იმუშავა, როგორც გაირკვა გადაღებები წყალტუბოში მიმდინარეობდა.
გადაცემის ფარგლებში მომღერალმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა, რომელიც გერმანიასა და ბელგიაში გასტროლს და მარკუსის მეორე პროფესიას, დიზაინერობას უკავშირდება.