LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

217 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებაზე 209 მილიონი ლარი დაიხარჯება

154
გაზი

გაზიფიცირების სამწლიანი გეგმის ფარგლებში, 2019-2021 წლებში 217 დასახლებულ პუნქტს ბუნებრივი აირი მიეწოდება. აღნიშნულის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ განაცხადა.

„დღეს საქართველოს მთავრობამ სამწლიანი გაზიფიცირების გეგმა დაამტკიცა, რომელიც 2019-2021 წლებს მოიცავს. ამ გეგმის თანახმად, დაახლოებით 217 დასახლებულ პუნქტში საკმაოდ მასშტაბური გაზიფიცირება მოხდება. ამ სამი წლის შემდეგ, საქართველო მთლიანობაში 85%-ით იქნება გაზიფიცირებული, რაც მოწინავე ევროპის ქვეყნებთან შედარებითაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. სამი წლის განმავლობაში 209 მილიონი ლარი დაიხარჯება, საიდანაც 60-მდე მილიონი ლარი უკვე წელს დაიხარჯეება. გაზიფიცირების გეგმა მოიცავს, მათ შორის, ისეთ დასახლებულ პუნქტებსაც, სადაც ისტორიულად არასოდეს ყოფილა გაზი გაყვანილი, მაგალითად, მაღალმთიანი აჭარის ზოგიერთი სოფელი. განსაკუთრებით მასშტაბურად შეეხება ეს გეგმა მაღალმთიან გურიას, ჩხოროწყუს, წალენჯიხას.

რაც შეეხება იმ სოფლებს, რომლებიც ამ ეტაპზე ვერ მოხვდა სამწლიან გეგმაში, იქ ჩვენ ვამზადებთ ალტერნატიულ გეგმას. იქ, სადაც არ შეგვიძლია გაზის მილით შესვლა, შეთავაზებული იქნება გათბობის ალტერნატიული საშუალებები, ან მოწინავე ტექნოლოგიების მიხედვით მოხდება ამ სოფლების ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფა,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g