22 აპრილს 20საათზე, თეატრისა და კინოს მსახიობის, მოზარდ მაყურებელთა თეატრის დიდი ოჯახის წევრის, ნინო ლეჟავას 50 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო აღინიშნება.
როგორც „ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, წარმოდგენილი იქნება დარიო-ფოს ნაწარმოების მიხედვით „ მოდი საყვარელო გელოდები“ დადგმული მონო სპექტაკლი „ დამპირდით“.
„ტექსტის თარგმანი მაია ჯაფარიძის. რეჟისორი კიაზო ჯობავა. ქორეოგრაფი დავით მეტრეველი. სცენოგრაფია და მუსიკალური გაფორმება ნინო ლეჟავა.
სპექტაკლის თემატიკა , დღეს, ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ და აქტუალურ თემას ეხება და ეს ძალადობაა. ოჯახური ძალადობა, რომელიც ანადგურებს მსხვერპლს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.