მომღერალი ეკა კვალიაშვილი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტს გამართავს.
ქართული სიმღერის უბადლო შემსრულებლის, მომღერლის, მუსიკოსისა და პიანისტის – ეკა კვალიაშვილის საიუბილეო საღამოს 23 მაისს გაიმართება.
საღამოს მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებენ ეკა კვალიაშვილის მეგობრები და კოლეგები: მაია ბარათაშვილი, თემურ თათარაშვილი, ვოკალური ჯგუფი „ალილო“, აჩიკო ნიჟარაძე, ნუკა გვალია და ანრი ჯოხაძე. საღამოს მუსიკალური გააფორმებს მაესტრო ზურაბ მახნიაშვილი, სიმებიანი ორკესტრი და ინსტრუმენტული ბენდი.
ცნობისათვის, კონცერტის შესახებ მომღერალმა გადაცემაში „დღის პოსტი“ რამდენიმე დღის წინ ისაუბრა. ეკა კვალიაშვილი ამბობს, რომ პირველად წარდგება მაყურებლის წინაშე, როგორც კომპოზიტორი.