LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

23 ოქტომბერს რამდენიმე უბანში მანქანით ვერ იმოძრავებთ

20

23 ოქტომბერს თბილისის რამდენიმე უბანში ავტოსატრანსპორტო მოძრაობა აიკრძალება, ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, „თბილისი-მარათონთან“ დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დილის 05:00 საათიდან 14:00 საათამდე დედაქალაქის გარკვეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.

საქველმოქმედო გარბენი სტარტს დილის 10:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, პირველი კლასიკური გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღებს. მარათონი დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ორ წრედ ჩატარდება.

აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით გადაიკეტება:

კრწანისის მოედანი – ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს ორთაჭალჰესის მიმართულებით, მარცხენა სანაპიროზე.

მოძრაობა აიკრძალება თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონიის) მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთაველის გამზირის მიმართულებით. ავტომანქანები იმოძრავებენ პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან, მერაბ კოსტავას ქუჩაზე, გმირთა მოედნის მიმართულებით.

გადაიკეტება თამარ მეფისა და დავით აღმაშენებლის გამზირების კვეთა, მეტროსადგური „მარჯანიშვილის“ მიმართულებით, ასევე, მიხეილ წინამძღვრიშვილის, დავით აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩები.

მოძრაობა აიკრძალება თავისუფლების მოედანზე, პუშკინის ქუჩის დასაწყისში, რუსთაველის გამზირსა და ყველა მიმდებარე ქუჩაზე.

მარათონის მიმდინარეობის დროს მძღოლები ისარგებლებენ შემდეგი მარშრუტებით:

სოლოლაკიდან გადაადგილება მოხდება ლადო ასათიანის, ოვანეს თუმანიანის და გორგასლის ქუჩების გავლით, საიდანაც ავტომანქანები ჩავლენ გორგასლის მოედანზე და მოძრაობას გააგრძელებენ ჯებირებით გაყოფილ გორგასლის ქუჩაზე, კრწანისის მოედნის მიმართულებით.

ვაკე-საბურთალოს მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები გზას დანიელ ჭონქაძის ქუჩით გააგრძელებენ.

ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩიდან ჩამოსული ავტომანქანების ნაკადი ჯებირებით გაყოფილ რუსთაველის გამზირზე მოძრაობას ფილარმონიის მიმართულებით გააგრძელებს.

ბარათაშვილის ქუჩაზე მოძრავი ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე და მოძრაობას გააგრძელებს სასტუმრო „რედისონისკენ“, ვარდების რევოლუციის სახელობის მოედნის გავლით, სასურველი მიმართულებით.

უშანგი ჩხეიძის ქუჩიდან გამოსული ნაკადი იმოძრავებს ჯებირებით გაყოფილ გალაქტიონის ხიდზე, საიდანაც სვლას გააგრძელებს მარჯვენა სანაპიროზე, “ლაგუნა ვერეს” მიმართულებით.

ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირო იუსტიციის სახლთან ჯებირებით გაიყოფა და ავტომანქანები იმოძრავებენ ბარათაშვლის ქუჩის მიმართულებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები