LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„23 წელი ნანატრ შვილს ველოდით, ძალიან დიდი ბრძოლა გავიარეთ, სწორედ ეს ყოფილა ყველაზე დიდი ბედნიერება“ – 23-წლიანი ლოდინის შემდეგ, წყვილს ვაჟი შეეძინა

248
ახალშობილი

დაჩი გრძელიძე, რომელიც „ფერომედის“ სამშობიაროში ორი დღის წინ დაიბადა, მშობლების ნანატრი შვილია – 41 წლის თეა ბირბიჩაძე და მისი მეუღლე შვილს 23 წლის განმავლობაში ელოდებოდნენ.

ახალშობილი და დედა თავს კარგად გრძნობენ. თეა ბირბიჩაძე დაჩის დაბადებით გამოწვეულ სიხარულსა და ემოციებზე ტელეკომპანია „არგოსთან“ საუბრობს.

„23 წელია, რაც ნანატრ ვაჟკაცს ველოდებით. ძალიან დიდი ბრძოლა გავიარეთ. ეს ბედნიერება ღმერთმა გვაჩუქა და ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. ახლა გავიგე, რომ სწორედ ეს ყოფილა ყველაზე დიდი ბედნიერება და ბრძოლას ყოველთვის ჰქონია აზრი.

მადლობა ღმერთს! ღმერთის და ჩემი მკურნალი ექიმების წყალობით, ჩვენი ბრძოლა ბოლომდე მივიყვანეთ“, – აღნიშნავს თეა ბირბიჩაძე.

ბედნიერება 23 წლიანი ლოდინის შემდეგ

Posted by TV Argo • ტელეკომპანია არგო on ოთხშაბათი, 20 ნოემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g