LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

25-26 მარტს გია ყანჩელის საიუბილეო წლისადმი მიძღვნილი საღამოები გაიმართება

783
გია ყანჩელი

25 და 26 მარტს, თბილისის საკონცერტო დარბაზში – SPARKS წარმოგიდგენთ ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის საიუბილეო წლისადმი მიძღვნილ საღამოს.

საღამოს ორგანიზატორების განცხადებით, პირველ განყოფილებაში კინოსა და თეატრისთვის შექმნილი უკვდავი მელოდიები შესრულდება. ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად აღიარებული ჯაზ-პიანისტი ბექა გოჩიაშვილი გია ყანჩელის რამდენიმე პიესის იმპროვიზებულ ვერსიას შეასრულებს. სცენაზე განთავსებული ეკრანი დაეთმობა მაესტროს შესახებ გადაღებულ საარქივო მასალებს, აგრეთვე, მის კოლაბორაციას ლეგენდარულ რეჟისორებთან – ელდარ შენგელაიასთან, გია დანელიასთან, ლანა ღოღობერიძესთან და რობერტ სტურუასთან.

მეორე განყოფილება კი დაეთმობა გია ყანჩელის შედევრს „სტიქსს“, ნაწარმოებს ვიოლას, ორკესტრისა და შერეული გუნდისთვის. სოლისტი – გიორგი ცაგარელი.

საიუბილეო საღამოზე აგრეთვე მონაწილეობას მიიღებენ გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდი ნინო წიკლაურის ხელმძღვანელობით, ვაჟთა გუნდი „მძლევარი“ კახა ონაშვილის ხელმძღვანელობით.

საღამოს მუსიკალური ხელმძღვანელი – ნიკოლოზ რაჭველი, სცენარისა და ვიდეო ინსტალაციების ავტორი – თეო ჯორბენაძე, დამდგმელი მხატვარი – ვანო ჭელიძე, ეროვნული მუსიკალური ცენტრის გენერალური მენეჯერი – ნინო ნახუცრიშვილი“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g