LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„25 დეკემბერი უშენოდ დაიწყო, ეს დღე უშენოდ არ მინდა, მეგონა, რომ მთელი ცხოვრება წინ გვქონდა“ – სალომე ბაკურაძისა და ლაშა ბასლანძის ქორწინების თარიღს მომღერალი ემოციურად ეხმაურება

1791
სალომე ბაკურაძე

მომღერალი სალომე ბაკურაძე სოციალურ ქსელში მეუღლესთან, ლაშა ბასლანძესთან დაკავშირებით ემოციურ სტატუსებს აქვეყნებს.

„გაღმა ნაპირზე შევხვდებით ცაციკო, მიყვარხარ ცამდე და მენატრები“ – სალომე ბაკურაძე

როგორც სალომე ბაკურაძის „ინსტაგრამის“ სთორიდან ირკვევა, 25 დეკემბერი მათი ქორწინების თარიღია, დღეს კი მათი ქორწინებიდან 14 წელი გავიდა.

სალომე ბაკურაძე „ინსტაგრამში“ არქივიდან, ლაშა ბასლანძის მიერ დაწერილ პოსტებს ეხმაურება და წერს:

„25 დეკემბერი უშენოდ დაიწყო… მეგონა, რომ მთელი ცხოვრება წინ გვქონდა… დღეს უკვე 14 წელი, და ყველა მომდევნო, მოგონებებით უნდა ვიყო უშენოდ… მე ახლაც მიყვარხარ, ყოველ წამს და ყოველ დღე… უზომოდ მენატრები, ეს დღე უშენოდ არ მინდა“, – წერს სალომე ბაკურაძე.

ვიდეო: „ცხოვრება გრძელდება, როგორი რთულიც არ უნდა იყოს“ – სალომე ბაკურაძე ეთერს დაუბრუნდა

„შენს ნაჩუქარ ანგელოზებში ჩაგამატე ლაშიკო…“ – სალომე ბაკურაძე ემოციურ პოსტს და ფოტოს აქვეყნებს

შეგახსენებთ, ლაშა ბასლანძე 27 ოქტომბერს, იტალიაში გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g