LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრის დაბადების დღეა…ღმერთს მადლობას ვუხდი რომ შენი შვილი მქვია!“ – ლაშა ბასლანძის შვილის ემოციური მილოცვა

675
2026-05-15_00-16-58_365050

სალომე ბაკურაძის გარდაცვლილი მეუღლე, ლაშა ბასლანძე დღეს იუბილარი იქნებოდა.

მამას დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ელენე ბასლანძე ემოციური პოსტით ულოცავს.

„დღეს ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარის დაბადების დღეა…
სიტყვებით ვერ გადმოვცემ რამდენად ჩემი ხარ ლაშიკო. ყველაფრით. ფიქრით, გრძნობით, ქცევით…….

სულ იმას ვწერდი რომ ერთად ვიზრდებოდით და მართლაც ასე იყო. ჩემი მამა და ჩემი საუკეთესო მეგობარი! 21 წლის განმავლობაში მომეცი მთელი ცხოვრების სამყოფი ემოციები. მთელი ჩემი არსით მიყვარხარ, მენატრები და ღმერთს მადლობას ვუხდი რომ შენი შვილი მქვია!“, – წერს ელენე ბასლანძე.

შეგახსენებთ, პროდიუსერი ლაშა ბასლანძე გასული წლის 27 ოქტომბერს, იტალიაში გარდაიცვალა.

ვიდეო: „ახლა კიდევ უფრო მეტად მჭირდები, რომ მასწავლო, როგორ გავხდე ისეთი ძლიერი, მაგარი და ყოჩაღი დედა ახლა, როგორიც შენ გახდი მას მერე, რაც ჩემი მამიკო გარდაიცვალა…“ – სალომე ბაკურაძის მიმართვა დედას

ვიდეო: „ჩემს ლაშას…“ – მარიტა როხვაძემ ლაშა ბასლანძის ხსოვნას სიმღერა მიუძღვნა

ვიდეო: „ჩემო ლაშიკო…მადლობა ამ სიყვარულისთვის, აი ამ გულისთვის და მეგობრობისთვის“ – „რეზო და ბავშვებმა“ ლაშა ბასლანძის ხსოვნას შესრულება მიუძღვნეს

„რამხელა ბედნიერებით აავსე ლაშიკო შენი ამ ჟესტით! მალე აგვეხდინოს ლაშიკოს ოცნება და გვენახოს გამთლიანებული საქართველო“ – ელენე ბასლანძე „რეზო და ბავშვების“ შესრულებაზე, რომელიც ლაშა ბასლანძის ხსოვნას მიუძღვნეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g