“მთავარი არხის” ყოფილმა ოპერატორმა ლევან კალანდიამ საქართველო დატოვა. გადაწყვეტილების მიზეზებზე მან „მთავარი არხის“ ეთერში ისაუბრა და 5 ივლისის მოვლენები გაიხსენა.
„როდესაც მივედი, ღარიბაშვილს განცხადება ახალი გაკეთებული ჰქონდა, წახალისებული იყვნენ ეს ჯგუფები, როგორც კი მივედი, იმწუთასვე დავინახე დიდი ჩოჩქოლი, დაგვესივნენ ჟურნალისტებს, ოპერატორებს, არხს არ ჰქონდა მნიშვნელობა, ყველას ერთნაირად გვისწორდებოდნენ. პატრულის თანამშრომლები მერე მოვიდნენ. ფიზიკურად გაგვისწორდნენ.. ყველაფერი უბედურება მანდ გადავიტანეთ.
25 წელია, ბავშვობიდან ტელევიზიაში ვმუშაობდი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ სხვა ქვეყანაში მოვძებნიდი სამსახურს, არის რაღაც შანსები ჩემს სფეროში გავაგრძელო აქ მუშაობა, მაგრამ ცოტა დრო მინდა. რამ მაიძულა? ბოლოს იყო შემთხვევები ჩართვა თუ გვქონდა, მანქანები გვიჩერებდნენ, არასრულწლოვანი ბავშვები დედას გვავინებდნენ გადაღებაზე, ბევრჯერ იყო ეს შემთხვევები, თან ფინანსურად ხომ იცით, როგორ გვიჭირს საქართველოში, ფიზიკურად ვერ დავრჩებოდი მანდ. თქვენი თვალით უნდა ნახოთ, აქ ხალხს იატაკზე სძინავს, ეძებენ სამსახურს და წვალებაში ვართ. იმედია გამიმართლებს და ტელევიზიაში დავიწყებ მუშაობას“, – თქვა ლევან კალანდიამ.
ვიდეო: „5 ივლისი შერჩათ“ – რას ჰყვებიან დაზარალებული ჟურნალისტები 5 ივლისის მოვლენებიდან 1 წლისთავზე
ზუსტად ერთი წლის წინ, 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე, სადაც ღირსების მარში იყო დაგეგმილი, პრორუსულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა დააორგანიზეს ძალადობა — აქტივისტების ოფისები დაარბიეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ 50-ზე მეტ ჟურნალისტს. ნაცემი ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა.