LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 პირი – მარინა ეზუგბაია

921
ezugbaia-2-1

საქართველოში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, გამოჯანმრთელდა კიდევ ხუთი პაციენტი.

მან ასევე აღნიშნა, რომ ახალი დადასტურებული 26 შემთხვევიდან 18 მუშევანში დადასტურდა.

“დანარჩენი 8 შემთხვევიდან 4 საკარანტინო ზონიდან არის გადაყვანილი, 4 კი არის დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები. ეს 4 კონტაქტი ე.წ საბურთალოს კლასტერს უკავშირდება,”-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 783 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 605-ს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები