LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

26 დეკემბრის -1 იანვრის სასიყვარულო ჰოროსკოპი

170

ვერძი

ეს კვირა შანსების გამოყენებას დაუთმეთ. თქვენი რომანტიკული ოცნებების განსახორციელებლად ქმედითი ნაბიჯები გადადგით. ასევე, მოულოდნელობებსა და მიძინებული ურთიერთობების გამოცოცხლებას ელოდეთ.

კურო

თუ ჯერ ისევ მარტო ხართ, ამ კვირაში ურთიერთობის დაწყების შანსი გამოგიჩნდებათ. მთავარია ამ კავშირს როგორ განავითარებთ. ხოლო თუ უკვე გაქვთ ურთიერთობა, კონკრეტული ულტიმატუმის წინაშე აღმოჩნდებით, რაც ურთიერთობას მნიშვნელოვნად შეცვლის.

ტყუპები

თანამშრომლისგან ფარული ფლირტის ნიშნებს დააფიქსირებთ. ეს ადამიანი დიდად არ მოგწონთ, თუმცა მასთან ფლირტზე უარს მაინც არ იტყვით. ამ კვირაში თქვენი სექსუალური ფანტაზიები განსაკუთრებულად გააქტიურდება, რომელშიც მეგობრებიც არიან ჩართულნი.

კირჩხიბი

პარტნიორთან დაძაბული ურთიერთობა გაქვთ. ხშირ უთანხმოებებსა და დაძაბულობას დროებითი დაშორება მოჰყვება. თუმცა დაშორების ნაცვლად, შესაძლოა, რაღაც გეგმაზე შეჯერდეთ. ხოლო თუ მარტო ხართ, ისეთი ადამიანი გამოჩნდება, რომელსაც ყველაზე ნაკლებად ელოდით.

ლომი

თქვენი ურთიერთობა სულ სხვა მიმართულებით წავა. სიყვარულის უფრო გასახალისებლად სხვადასხვა საშუალებებს იპოვით. ცვლილებების და სიახლის აუცილებლობა კი ბოლოს დროს მოსაწყენმა და მონოტონურმა დღეებმა გამოიწვია.

ქალწული

მცირედი უთანხმოების მიუხედავად, ამ კვირაში, არასწორი კომუნიკაციისგან გამოწვეულ ბარიერებს გადალახავთ. რთული იქნება თუმცა ორივეს გამოგივათ. ხოლო თუ მარტო ხართ, ეცადეთ აქტიური სოციალური ცხოვრებით დაკავდეთ.

სასწორი

ეს კვირა სასწორის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის ცვლილებების მომტანი იქნება. თქვენი ცხოვრება თავდაყირა დადგება მთელი თავისი მოულოდნელობებით, თუმცა ეს ყველაფერი არც ისე ნეგატიური იქნება. ასე რომ ნუ შეგეშინდებათ.

მორიელი

თქვენი სექსუალური ცხოვრება გაუმჯობესდება. პარტნიორთან მაცდური საუბრები და სახალისო ღამეები გელით. ამჟამად, ორივეს პრიორიტეტად გაქვთ დასახული, ერთმანეთს ფანტაზიები აუსრულოთ და გააბედნიეროთ.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებისთვის ეს კვირა მოსაწყენი იქნება. შუა კვირაში გააცნობიერებთ, რომ ერთ-ერთი მეგობარი თქვენდამი სულ სხვა გრძნობებით არის აღვსილი. თუ უკვე გყავთ პარტნიორი და მას თქვენი მეგობრები ჯერ არ იცნობენ, ეს შეხვედრა ამ კვირაში დაგეგმეთ.

თხის რქა

ამ კვირაში სამსახურში არსებულ პრობლემას პარტნიორის დახმარებით მოაგვარებთ. ოთხშაბათიდან კი სიმსუბუქეს და სიმშვიდეს იგრძნობთ. პარტნიორს სიყვარულში გამოუტყდებით და ამ ყველაფერს თქვენთვის უჩვეულოდ გამოხატავთ.

მერწყული

თუ ურთიერთობის გადარჩენა გსურთ, შეწყვეტილი კომუნიკაცია აღადგინეთ და რაღაცებზე გულახდილად ალაპარაკდით. მოერიეთ ქედმაღლობას. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, ურთიერთობას პროგრესი შეეტყობა.

თევზები

მოსაწყენი დღეებით გამოწვეულ უხასიათობას მალე  გადალახავთ, რადგან საინტერესო სიახლეები გელით წინ. რომანტიკული ურთიერთობის მოლოდინიც გაგიმართლდებათ, რომელიც სოციალურ ქსელში აიღებს სათავეს.

magti 5g