1992 წელს გამაგრილებელი სასმელის, Pepsi-ის რეკლამამ სინდი კროუფორდი ნამდვილ ვარსკვლავად აქცია. 26 წლის შემდეგ კი, 90-იანი წლების სუპერმოდელი კვლავ გამოჩნდა ლეგენდარული ბრენდის რეკლამში. ამჯერად მისი პარტნიორი მოდელის ვაჟი გახდა.
ინტერნეტში ჯერ მხოლოდ სარეკლამო რგოლის თიზერი გავრცელდა, თუმცა მას უკვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გულშემატკივრები ერთხმად აღნიშნავენ, რომ 26 წლის შემდეგაც კროუფორდი საერთოდ არ შეცვლილა. სრული ვიდეორგოლის პრეზენტაცია 4 თებერვალსაა დაგეგმილი და ის ამერიკის ნაციონალური საფეხბურთო ლიგის ფინალზე გაიმართება.