LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

26 წლის სტომატოლოგმა მწყერის ფერმა გააკეთა და ბევრ ოჯახს ამარაგებს

176
236279938

ახალგაზრდა სტომატოლოგმა მწყერის ფერმა გააკეთა და ბევრ ოჯახს ამარაგებს. სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ საზოგადობას კიდევ ერთ მცირე მეწარმეს – ნინო წინწალაშვილს აცნობს.

სააგენტოს ინფორმაციით, 26 წლის პროფესიით სტომატოლოგმა ბაკურციხეში, საკუთარი სახლის ეზოში, მწყერის ფერმა მოაწყო და კვერცხს აწარმოებს. ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამის კონკურსში გამარჯვების შემდეგ, შეიძინა ინკუბატორი და 10 მწყერით დაწყებული ბიზნესის გაფართოვება შეძლო. დღეს 500- ზე მეტი მწყერი ჰყავს და კვერცხით ძალიან ბევრ ოჯახს ამარაგებს.

„ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ფრინველის ეს სახეობა. ბიძაჩემი ნადირობდა, ხშირად მოჰყავდა ხოლმე დაჭრილი მწყრები და მათ მე ვმკურნალობდი. იმ პერიოდში არ ვიცოდი, თუ მწყერის კვერცხს ამდენი დადებითი თვისება ჰქონდა“, – აღნიშნავს მცირე მწარმე.

როგორც ნინო წინწალაშვილი ამბობს, მას სურს, რომ ბევრი ახალგაზრდისთვის მაგალითი იყოს. „მინდა ახალგაზრდებმა ნახონ, რომ სოფელში ძალიან ბევრი რამე შეიძლება გაკეთდეს, უბრალოდ, ცოტა მეტად უნდა დავიხარჯოთ და მეტად მონდომებულები ვიყოთ“, – ამბობს პროფესიით სტომატოლოგი მცირე მეწარმე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g