ლეონარდო დიკაპრიოსა და მისი საყვარელი ქალის, ვიტორია ჩერეტის არდადეგები დასრულდა. წყვილმა რამდენიმე კვირა სხვადასხვა კურორტზე გაატარა, ჩვენ უკვე ვიხილეთ მათი ცხელი ფოტოები იახტიდან.
ამჯერად წყვილი ნიუ-იორკში გადაიღეს. ლეოს, როგორც ყოველთვის ნიღაბი ეკეთა, ვიტორია კი საკმაოდ მკაცრი გამომეტყველებით ესაუბრებოდა ოსკაროსან მსახიობს.
ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ მედია 49 წლის ლეოსა და 26 წლის მოდელის ნიშნობაზე ალაპარაკდა. ამის მიზეზი იტალიელი მოდელის თითზე, უზარმაზარი ბრილიანტის ნიშნობის ბეჭედი გახდა.