LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„27-მა სახელმწიფომ, მათ შორის, უნგრეთმა განაცხადა, რომ ევროკავშირისკენ კარი „ქართულმა ოცნებამ“ გამოიჯახუნა“ – თეონა აქუბარდია

187
თეონა აუბარდია

„მმართველი პარტია, რომელიც დილიდან საღამომდე მართლა შეჯიბრშია, ვინ უფრო უკეთესად გალანძღავს დასავლეთს და მმართველი პარტია, რომელიც ამ ყველაფრის მერე, კიდევ გვატყუებს, რომ ქვეყანას ევროპისკენ მიიყვანენ, კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ მათ არ აქვთ არც სურვილი და არც შესაძლებლობა, საქართველოს ევროპისკენ სვლის იმ ანტიდასავლური და ანტიდემოკრატიული ქმედებების შემდეგ, რაც მათ განახორციელეს ქვეყანაში“,– ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თეონა აქუბარდიამ დასავლელი პარტნიორების მათ შორის საქართველოში აკრედიტებული დიპლომატების მხრიდან ხელისუფლების კრიტიკაზე განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი პარტიას „ერთი სიტყვაც კი არ უთქვამთ, თუნდაც მოჩვენებითი, რომ რეფორმებს განახორციელებენ“.

„მმართველი პარტია, რომელიც დილიდან საღამომდე მართლა შეჯიბრშია, ვინ უფრო უკეთესად გალანძღავს დასავლეთს და მმართველი პარტია, რომელიც ამ ყველაფრის მერე, კიდევ გვატყუებს, რომ ქვეყანას ევროპისკენ მიიყვანენ, კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ მათ არ აქვთ არც სურვილი და არც შესაძლებლობა, საქართველოს ევროპისკენ სვლის იმ ანტიდასავლური და ანტიდემოკრატიული ქმედებების შემდეგ, რაც მათ განახორციელეს ქვეყანაში.

შესაბამისად, როდესაც ერთი სიტყვაც კი არ უთქვამთ, თუნდაც მოჩვენებითი, რომ რეფორმებს განახორციელებენ და დილიდან საღამომდე ლანძღავენ ევროკავშირის ქვეყნებს და დასავლეთს, გასაგებია, რომ სწორედ ეს არის ის ძალა, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალს აზიანებს და უკვე დააზიანა.

ეს არის კიდევ ერთი შიშის გამოხატულება „ოცნების“ მხრიდან, რომელსაც არასდროს არ ჰქონია რეაგირება რუსეთის სპეცსამსახურებისა და ლიდერების საქართველოს სუვერენიტეტისთვის საფრთხის შემქმნელ განცხადებებზე, და დასავლეთს ესხმის თავს, თან ამ დროს ატყუებს ხალხს, რომ მათ ევროკავშირში მიჰყავთ ქვეყანა.

27-მა სახელმწიფომ, მათ შორის, უნგრეთმა განაცხადა, რომ ევროკავშირისკენ კარი „ქართულმა ოცნებამ“ გამოიჯახუნა – ამ პასუხისმგებლობას როდესაც ვერ ხედავს „ოცნება“, როდესაც აგრძელებს ანტიდემოკრატიულ ქმედებებსა და ანტიდასავლურ დეზინფორმაციას, რამდენად შეუძლიათ მათ რამის კეთება, გარდა იმისა, რომ ოპოზიციაში გადავიდნენ და გაუშვან ეს ქვეყანა და ხალხი ევროკავშირში, სადაც გველოდებიან და სადაც შეგვიძლია შესვლა.

ივანიშვილი ამბობს, რომ ასეთები როგორებიც არიან, უნდა მიიღონ ევროკავშირში და ევროკავშირს აქვს თავისი წესები, დემოკრატიული სტანდარტები, რაც საქართველოსაც უწერია კონსტიტუციაში და რაზეც ჩვენ ხელი გვაქვს მოწერილი. როდესაც ამაზე უარს ამბობენ, ქართველ ხალხს ეუბნებიან უარს- არა ევროკავშირს, არამედ ქართველ ხალხს ეუბნებიან უარს, რომ საქართველო შევიდეს ევროპულ ოჯახში და საქართველოში შევქმნათ ევროპა და არა ემიგრაციით“, – განაცხადა აქუბარდიაm.

ევროკავშირის ელჩი: „საქართველომ უკვე დაკარგა ევროკავშირის დახმარება 121 მილიონი ევროს ოდენობით… თუ ქართველები გადაწყვეტენ, რომ გაწევრიანებისკენ სვლა არ გააგრძელონ, ქვეყანა დაკარგავს ყველა ფინანსურ დახმარებას, დაკარგავს მთელს ფულს“

ჰელსინკის კომისია: „საქართველოს მთავრობის სწრაფვამ პრორუსული პოზიციისკენ, მის მზარდ არალიბერალურ საშინაო პოლიტიკასთან ერთად, ვაშინგტონსა და დასავლეთის სხვა დედაქალაქებში შეშფოთება გამოიწვია“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g