„ოქროს გლობუსის“ 77-ე დაჯილდოების ცერემონიალზე კიდევ ერთი საოცარი გაერთიანება ვიხილეთ, ზუსტად 27 წლის შემდეგ, ლეგენდარული მსახიობები, 45 წლის ლეონარდო დიკაპრიო და 76 წლის რობერტ დე ნირო კამერების წინ პოზირებდნენ.
შეგახსენებთ, მსახიობების ტანდემი 27 წლის წინ, ფილმით „ამ ბიჭის ცხოვრება“( This Boy’s Life) შედგა. ფილმი 1993 წელს გამოვიდა და სწორედ მას შემდეგ დაიწყო დიკაპრიოს ვარსკვლავური კარიერა. ის ლეონარდოს ერთ-ერთი პირველი ფილმი იყო.



რაც შეეხება ვეტერან რობერტ დე ნიროს, ეჭვი არავის ეპარება, რომ მარტინ სკორსეზეს ახალი ფილმი „ირლანდიელი“ ,,ოსკარების” წლევანდელი დაჯილდოების მთავარი პრეტენდენტია. მასში მონაწილეობას დე ნიროსთან ერთად ლეგენდარული ალ პაჩინოც იღებს.
შეხვედრა ფინჯან ყავასთან - ალ პაჩინო და რობერტ დე ნირო „ვერიეთის“ ობიექტივში
უკვე ეჭვი არავის ეპარება, რომ მარტინ სკორსეზეს ახალი ფილმი „ირლანდიელი“ ოსკარების წლევანდელი დაჯილდოვების მთავარი პრეცენდენტია