LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

28–29 ნოემბერს, ექსპოჯორჯიაში სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის ყველაზე დიდი გამოფენა ჩატარდება

513
გამოფენა

28-29 ნოემბრს „ექსპო ჯორჯია“-ში რიგით 23-ე სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.

ღონისძიება ერთ სივრცეში გააერთიანებს სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის პროდუქტებსა და ტექნოლოგიებს!

რატომ უნდა დაესწროთ გამოფენას?

ეს არის ღონისძიება, რომელიც შექმნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც აქტიურად მონაწილეობს სოფლის მეურნეობის სექტორში – იქნება ეს მცირე წარმოება თუ მსხვილი კომპანიების წარმომადგენლობა. გამოფენაზე შეძლებთ შეხვდეთ ინდუსტრიის ლიდერებს, აღმოაჩინოთ ახალი ბიზნეს-პარტნიორები და მიიღოთ ინსპირაცია თქვენი საქმიანობის განვითარებისათვის.

ადგილზე დაგხვდებათ:

  • თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა
  • ინოვაციური სასათბურე მეურნეობის ტექნოლოგიები
  • ეფექტური სარწყავი სისტემები
  • უმაღლესი ხარისხის სარგავი და სათესლე მასალები
  • უახლესი ტიპის სასუქები და პესტიციდები
  • კვების მრეწველობის მრავალფეროვანი პროდუქცია

დასასწრებათ საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია: რეგისტრაცია

28 და 29 ნოემბერს, 11:00-დან 18:00 საათამდე, გელოდებათ საინტერესო შეხვედრები და პანელური დისკუსიები. დასწრება თავისუფალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g