LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

285 ახალი შემთხვევა თბილისში, 34 კახეთში, 32 კი შიდა ქართლში გამოვლინდა – გადანაწილება რეგიონების მიხედვით

186
dfhd

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 285 თბილისში, 34 კახეთში, 32 კი შიდა ქართლში გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 546 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 285 შემთხვევა,
  • აჭარა – 30,
  • იმერეთი – 80,
  • ქვემო ქართლი – 21,
  • შიდა ქართლი – 32,
  • გურია – 14,
  • სამეგრელო და ზემო სვანეთი – 31,
  • კახეთი – 34,
  • მცხეთა-მთიანეთი – ხუთი,
  • სამცხე-ჯავახეთი -14,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ნული.

კორონავირუსისგან კიდევ 1 456 ადამიანი განიკურნა – ქვეყანაში ბოლო 24 საათში 11 248 ტესტი ჩატარდა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 ადამიანი გარდაიცვალა

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 352, საიდანაც, 3 272 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 638, აჭარაში – 242, იმერეთში – 640. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 697 პირი, მათ შორის, თბილისში – 309, აჭარაში – 49, იმერეთში – 177. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 195 პირი, მათგან თბილისში – 144, აჭარაში – 2, იმერეთში – 24. 443 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 210 – თბილისში, 153 – აჭარაში, 23 – იმერეთში.

4 637 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 511 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 180, აჭარაში – 128, ხოლო იმერეთში – ცხრა.

სულ 6 ოქტომბრიდან – 23 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 21 837 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 20 443 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 12 453 პირი, აჭარაში – 1 218, იმერეთში – 2 086.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები