ბოლო 24 საათში კორონავირუსს კიდევ 17 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. მთლიანობაში, ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა ქვეყანაში 3 055–ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 11 248 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 979 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 269 PCR ტესტით.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 352, საიდანაც: 3 272 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 638, აჭარაში – 242, იმერეთში – 640. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 697 პირი, მათ შორის, თბილისში – 309, აჭარაში – 49, იმერეთში – 177. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 195 პირი, მათგან თბილისში – 144, აჭარაში – 2, იმერეთში – 24. 443 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 210 – თბილისში, 153 – აჭარაში, 23 – იმერეთში. 4 637 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 511 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 180, აჭარაში – 128, ხოლო იმერეთში – 9.