LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

100
კორონავირუსი

ბოლო 24 საათში საქართვლოში კორონავირუსით ინფიცირების 546 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 253 518-ს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 11 248 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 979 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 269 PCR ტესტით.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 352, საიდანაც: 3 272 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 638, აჭარაში – 242, იმერეთში – 640. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 697 პირი, მათ შორის, თბილისში – 309, აჭარაში – 49, იმერეთში – 177. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 195 პირი, მათგან თბილისში – 144, აჭარაში – 2, იმერეთში – 24. 443 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 210 – თბილისში, 153 – აჭარაში, 23 – იმერეთში. 4 637 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g