ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 1 456 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში ჩატარდა 11 248 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 4 979, პისიარტესტით – 6 269.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 253 518 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 242 085 გამოჯანმრთელდა, 3 055 კი გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 352, საიდანაც 3 272 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 697 პირი, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 195 პირი. 443 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში. 4 637 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 ადამიანი გარდაიცვალა
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 511 ადამიანი. თვითიზოლაციაში იმყოფება 20 443 ადამიანი.
ამასთან, 23 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 892 პაციენტი.