LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 მარტივი ვარჯიში სამუშაო დღის შემდეგ ზურგის ტკივილთან გასამკლავებლად

31

საწოლი, ავტომობილი, სამუშაო მაგიდა, დივანი… თუ ეს თქვენი ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელი ნაწილია, მაშინ თქვენ საღამოობით აუცილებლად შეგაწუხებთ წელის ტკივილი. სტატისტიკის მიხედვით, ანალოგიური სიმპტომებით დიდ ბრიტანეთში, ყოველი მესამე მამაკაცი იტანჯება.

 

არ შევმცდარვართ? ეს იმიტომ რომ დღევანდელი მჯდომარე ცხოვრების სტილი, არა მხოლოდ ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას, არამედ უარყოფითად მოქმედებს მამაკაცის ჯანმრთელობაზე, თუმცა ნუ შეშინდებით. არსებობს რამდენიმე ვარჯიში, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მიღებული დატვირთვის შემდეგს, თქვენს ზურგს ამოსუნთქვის და დასვენების საშუალებას მისემს. გთავაზობთ 3 საუკეთესოს:

 

  1. წამოწექით იატაკზე ისე, რომ მკერდსა და ბარძაყებს შორის შეიკრას სწორი კუთხე. გაშალეთ ხელები და ეცდადეთ მაქსიმალურად გაასწოროთ ზურგის არე იატაკზე. ასე იწექით 2 წუთის განმავლობაში. შემდეგ შეისვენეთ და კიდევ ერთხელ გაიმეორეთ იგივე ვარჯიში. ამის შემდეგ უპრიანი იქნება თუ ზურგს დიდად აღარ დავტვირთავთ.

 

  1. დადექით მუხლებზე, შემდეგ ერთი ფეხი გადადგით წინ ისე, რომ ზურგი სწორ მდგომარეობაში დარჩეს, 60 წამის შემდეგ, შეცვალეთ ფეხი. გაიმეორეთ იგივე მოძრაობები კიდევ ერთხელ.

 

  1. დაწექით ზურგზე და მუხლები მოხარეთ ისე, რომ ზურგი არ წამოწიოთ. შემდეგ ასწიეთ ერთი ფეხი და დაიდეთ მუხლზე. 60 წამი იყავით ასეთ მდგომარეობაში, დაისვენეთ რამოდენიმე წამი და გაიმეორეთ იგივე მოძრაობა მეორე ფეხით.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები