LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 მარტს იტალიაში ვგეგმავთ ძალიან მაგარ შეკრებას – მიხეილ სააკაშვილი

5c691f2a3b5720b227273684b2d54751_thumb

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ემიგრანტების შემდეგი ყრილობა 3 მარტს იტალიაში გაიმართება. ამის შესახებ მან „ფეისბუკის“ სოციალურ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, ლიეჟში ბიძინა ივანიშვილმა მას და ემიგრანტებს „გორილები და მოჭიდავეები, ბრტყელთავიანი და ბრტყელყურებიანი სიმახინჯეები დაახვედრა“.

„3 მარტს იტალიაში ვგეგმავთ ძალიან მაგარ შეკრებას. იქ განსაკუთრებულ ზომებს მივიღებთ და ჩვენი ემიგრაციის ვარსკვლავებს ვალაპარაკებთ, მხოლოდ მე აღარ ვილაპარაკებ. ლიეჟშიც ვერ ჩაგვიშალეს ღონისძიება, უბრალოდ ხელი შეგვიშალეს ურთიერთობაში. წარმოუდგენელი რაღაცები ხდებოდა. რა ხალხი მოიყვანეს, რას ჰგავდნენ? მწვადები დაურიგეს მათ, მერე ეს მწვადები კონგრესის ულამაზეს სასახლეში დაყარეს. ქალთა საპირფარეშოში იყო ჩასაფრებული რამდენიმე ჯეელი მოჭიდავე და იქიდან გამოვარდებოდნენ და ესხმოდნენ თავს ჩემს პაროდისტ ქართლოსს და დააგორეს ის კიბიდან. ივანიშვილი ამბობდა, რომ გააოცებდა ევროპას და მართლაც პაპუასიზმის დონე ისვენებს აქ. ის აბსოლუტური ავადმყოფია და შეუძლებელია ჩვენ ეს კაცი არ დავამარცხოთ. ამას ივანიშვილის გორილების და მოჭიდავეების, ბრტყელთავიანი და ბრტყელყურებიანი სიმახინჯეების, კვიციანების და ინაშვილების, სანაგვედან ამოთხრილი ჭაობის მობინადრეების ნაირსახეობები ვერ შეუშლის ხელს. ჩვენ ვიცით, რას ვაკეთებთ. 3 მარტს გელოდებით იტალიაში და იქ უკვე ნამდვილად მე მოგისმენთ თქვენ და არა პირიქით“, – განაცხადა სააკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები