LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 ოქტომბრის უქმე დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

118
შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქართველოს მთავრობის 2025 წლის 2 ოქტომბრის №438 დადგენილებისა და შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის გათვალისწინებით, 2025 წლის 3 ოქტომბერს საბაჟო გამშვები პუნქტები, სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სასაზღვრო ინსპექციის განყოფილებები, საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო, ასევე გაფორმების ეკონომიკური ზონები და გაფორმების განყოფილებები (გარდა სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711, 8716 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებების გაფორმებასთან დაკავშირებული საბაჟო ფორმალობების განხორციელებისა) ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საქმიანობას.

18:00 საათამდე გაწეულ მომსახურებაზე არ გაორმაგდება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული საფასურები.

2025 წლის 3 ოქტომბერს საქართველოს მასშტაბით არ იმუშავებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g