LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 ქვეყანა უკრაინული გემების ოდესიდან გასვლის წინასწარ სქემაზე შეთანხმდა

79
thumb_0

უკრაინამ, რუსეთმა და თურქეთმა მარცვლეულით დატვირთული უკრაინული გემების ოდესიდან გასვლის წინასწარი სქემა შეათანხმეს. ამის შესახებ ინფორმაციას „Известия“ მაღალჩინოსან წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, უკრაინის ტერიტორიული წყლების განაღმვაზე თურქი სამხედროები იმუშავებენ, ისინი ასევე გააცილებენ გემებს ნეიტრალურ წყლებამდე, ნეიტრალურ წყლებში უკრაინულ გემებს რუსული გემები დახვდება და მათ ბოსფორამდე მიაცილებენ, რათა თავიდან აიცილონ ინციდენტები და პროვოკაციები.

„Известия“ -ს წყაროს ცნობით, „საგზაო რუკა“ უკვე 8-9 ივნისისთვის დამტკიცდება, მოლაპარაკებებში მონაწილეობას გაეროს წარმომადგენლებიც მიიღებენ. ჯერჯერობით სქემა მხოლოდ ოდესისთვის არის შეთანხმებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g