LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 თვეში საქართველოში რუსეთიდან 298 285 მოქალაქე შემოვიდა – რამდენმა დატოვა ქვეყანა

135
რუსები ლარსზე - ზურა ცერცვაძე

2023 წლის პირველი კვარტალის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ყველაზე მეტი მოქალაქე რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.

უწყების ცნობით, 3 თვეში ქვეყნის საზღვარი რუსეთის 298 285-მა მოქალაქემ გადმოკვეთა. როგორც შსს-ს მიერ გამოქვეყნებული საზღვრის კვეთის სტატისტიკიდან ჩანს, იანვარ-მარტში ქვეყნიდან რუსეთის ფედერაციის 320 236 მოქალაქე გავიდა.

ინფორმაციის მიხედვით, მეორე ადგილზეა თურქეთი, შემდეგ სომხეთი, ევროკავშირის ქვეყნები, ისრაელი, აზერბაიჯანი და უკრაინა.

2023 წლის პირველ 3 თვეში საქართველოში 5 ათასზე მეტი რუსული ბიზნესი დარეგისტრირდა

ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში სახელმწიფო საზღვრის კვეთა სულ 3 574 595-ჯერ განხორციელდა (შემოსვლა+გასვლა). მოქალაქეების 66% უცხოელი იყო, 34% კი – ქართველი. შემომსვლელებიდან, 732 738-მა მოქალაქემ ქვეყანაში 24 საათი და მეტი გაატარა, 171 133 მოქალაქე საქართველოში გავლით იმყოფებოდა.

იანვარი-მარტის პერიოდში საზღვრის კვეთის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დაფიქსირდა. მეორეა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, მესამეა – სადახლოს საბაჟო გამშვები პუნქტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g