LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3-წლიანი დავის მოგების შემდეგაც, განაცდური არ აგინაზღაურდებათ: დამსაქმებელი vs დასაქმებული

116
aegafb

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე აცხადებს, რომ შრომის კოდექსში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებები არასამართლიანია. ალექსი პეტრიაშვილის განმარტებით, მთავრობის მიერ შემოთავაზებული პროექტი დასაქმებულების უფლებების დაცვის საკანონმდებლო გარანტიების შემცირების ხარჯზე კიდევ უფრო უარესდება. პროფკავშირების გაერთიანებამ საკითხს დღეს სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა, სადაც წევრებმა არსებული საკანონმდებლო რედაქციის დახვეწა და მასში მნიშვნელოვანი შესწორებების შეტანა მოითხოვეს. პეტრიაშვილის თქმით, საქართველო უპრეცენდენტო ქვეყანაა, სადაც სასამართლო დავის საკითხი, თუნდაც დასაქმებულის სასარგებლოდ დასრულების შემდეგ, დამსაქმებლის სასარგებლოდ წყდება.

“უპრეცენდენტო ქვეყანა ვხდებით. თქვენ თუ ვინმემ გაგიშვებთ სამსახურიდან, როცა 3-წლიანი სასამართლო დავა მოგიწევთ და პროცესს მოიგებთ, თუ სადმე თქვენი შესაძლებლობებით სამსახური იპოვეთ და მიიღეთ ანაზღაურება, ის განაცდური, რა დროსაც დამსაქმებელმა უმუშევარი დაგტოვათ, არ აგინაზღაურდებათ”, – განაცხადა პეტრიაშვილმა.

პროფკავშირების გაერთიანება სასამართლო დავის პორობებში იძულებით მოცდენილი დროის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრას მოითხოვს. მათი განმარტებით, ცვლილებაში უნდა აისახოს მომენტი, რომელიც ქმნის დასაქმებულთა უფლებების გარანტიას დაწყებული შრომითი ხელშეკრულების ვადებიდან, გათავისუფლების განხილვით და დეკრეტული საკითხით დასრულებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები