3 წლის კევინი მსოფლიოში ყველაზე მაღალი ძაღლია. ამის შესახებ გინესის რეკორდების წიგნის ოფიციალური საიტი წერს.
ძაღლი აშშ-ში, აიოვას შტატში ცხოვრობს და მისი ზუსტი სიმაღლე 97 სანტიმეტრს შეადგენს. საინტერესოა, რომ ზოგადად ამ ჯიშის წარმომადგენლების საშუალო სიმაღლე 75-76 სანტიმეტრია.
„კევინი ნამდვილად ვერ ხვდება რამხელაა. სულ ცდილობს კალთაში ჩაგვიჯდეს, პატარა საწოლში მოკალათდეს, ისე იქცევა თითქოს ძალიან პატარა ძაღლი იყოს“, – დააზუსტა რეკორდსმენი დოგის პატრონმა ტრეისი ვულფმა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე ყველაზე მაღალ ძაღლად ზევსი ითვლებოდა და ცხოველი 2023 წელს მოკვდა.
რაც შეეხება კევინს, ის ფერმაში ძაღლებთან, კატებთან, ქათმებთან და სხვა ცხოველებთან ერთად ძალიან ბედნიერად ცხოვრობს.